საბერძნეთი ათენი
რად ვარ ასე თქვენით სავსე,
თქმა მინდა და ვერ კი მითქვამს,
თითქოს საბერძნეთის ცაზე
ასასვლელი კიბე მიდგას.
შვილო ჩემო ანგელოზო
სიცოცხლეზე უტკბესო,
ყველას სულში ჩამწვდომო და...
გაჭივრების ტალკვესო!
მწყურვალს წყალი მენატრება,
შენი პეშვით მოწვდილი,
ფიქრით აზრით შენთანა ვარ
თუმც გვაშორებს მანძილი,
შერწყმულია ჩვენი გრძნობა,
ქრება სხვა ორეული.
გიძღვნის ამბორს მონატრებულს.
დედა, ცრემლმორეული.
Комментариев нет:
Отправить комментарий