მიღიმიან ჩემი ეზოს ვარდები და...
თეთრი ეტლი მიმაქროლებს აღმა,
ყველაფერი შეიცვალა ბოლოს,
ბედის ჩარხი დატრიალდა წაღმა.
სიხარულით სავსე არის გული,
მონატრება მაინც დარდათ ათოვს,
უზეანესს ვევედრები ამას,
რომ მამყოფოს ჩემს შვილებთან ახლოს.
ცოტა კიდევ დამაცადე გულო,
თავს მახსენებ უცნაური ძგერით,
დროზე ადრე ნუ წამიყვან გევედრები,
ვერ გავძეხი ჩემი მოდგმის ცქერით.
ამონარიდი ლექსების კრებულიდან: ,,მოლოდინი და ნატვრა არ მტოვებს''.
Комментариев нет:
Отправить комментарий