***
გულო შებინდება მოდის,
თოვლი გარეულა თმაში,
გულო სასწაულებს ელი,
გულო, ამიჯანყდე ლამის...
გულო, შემოდგომის კოცონს,
სჯობდა ნაბერწკალი წინა,
გულო, არ მოგედოს ხავსი,
გულო, გაგაფრთხილო მინდა.
გულო, დამრჩენია ღია
სხვებისთვის სამიზნე კარი,
მინდვრად გამოსულა ია,
მრავალ გაზაფხულით მთვრალი.
გულო, შებინდება მოდის,
გულო, გაგაფრთხილო მინდა.
***
ვთრები მაისით, მხიბლავს ფერებით,
გრძნობას მოვარდნილს ვეღარ ვერევი,
ვინ იცის კიდევ რამდენ ლექს შევთხზავ,
ანკარა წყაროს პეშვებით შევსვამ.
მთელი არსებით ვარ ლექსი ახლა...
მრავალჟამიერს ვამბობს და ვიტყვი,
სიცოცხლით სავსე ფიალას შევსვამ,
მოკვდაო ჩემზე ვერავინ იტყვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий