суббота, 26 марта 2011 г.

სასწავლო პროექტი



1. პროექტის  სახელწოდება:    რა  ვიცით  ტაო–კლარჯეთის   ეკლესია–მონასტრების  შესახებ?..
2. პროექტის  მთავარი  იდეა:  გრიგოლ  ხანძთელის  მიერ ტაო–კლარჯეთში  განთავსებული  ეკლესია–მონასტრების; ხანძთის,  შატბერდის,  ოპიზას,  იშხანის  შესახებ  გაღრმავებული  ცოდნის  მიღება.
3. პროექტის  აქტუალობა: მოსწავლე–ახალგაზრდობის  აღზრდია  საქმეში  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  საქართველოს  ისტორიული  ძეგლების  ცოდნას, რაც  ხელს  უწყობს  მათი  ცოდნის  გაღრმავებას  და  მათი  შემდგომი  საქმიანობის  უკეთ წარმართვას. კვლვევითი  უნარ–ჩვევების გამომუშავებას ,სინთეზური  აზროვნების  განვითარებას  და  მოძიებული  მასალიდან  ძირითადის  ამოღებას.
4.პროექტის  მიზანი:  გავაცნოთ  გრიგოლ  ხანძთელის  მიერ  ტაო–კლარჯეთში  აშენებული  ეკლესია  მონასტრები.
5. მოსწავლეთა  ასაკი:  16–17  წელი
6. ვადა:  1  თვე
7. მოსალოდნელი შედეგები:  გავაკეთებთ  ბლოგს,რომელზედაც  განვათავსებთ სასწავლო  ობიექტებს,  ვაჩვენებთ  ჩვენს  მიერ  ფირზე  გადაღებულ  მასალას, შევადგენთ  მე–9საუკუნის საქართველოს  რუკას, რომელზედაც  განთავსებული  იქნება   აღნიშნული  ეკლესია–მონასტრები. რაც  ექსკურსიის  მონაწილეებს  გაუადვილებს  სწორი  მარშრუტით  მოძრაობას.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო,  რუკა, სქემები,  პორტრეტები,  ვიდეო  ფირი,  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  მიკრო–ავტობუსი,  მძღოლი,  მშობლები.
9. პროექტის  მსვლელობა:მოსწავლეებს  გავაცნობ  თემას.შემდეგ  კლასს  გავყოფ  სამ  ნაწილად. თვითოეულს  ვაძლევ დავალებას.
1. პირველმა  ჯგუფმა  მოიძიოს  ინფორმაცი–ინტერნეტით  და  გააკეთოს  პრეზენტაცია  ტაო–კლარჯეთის  ეკლესია–მონასტრების  შესახებ.
2. მეორე  ჯგუფმა  მოიძიოს  ინფორმაცია  გრიგოლ  ხანძთელის შესახებ.
3. მესამე  ჯგუფმა  მოახდინოს  ექსკურსიის  დაგეგმა  სამხრეთ–საქართველოში  და  ამ   ექსკურსიის  ორგანიზება.
10. საგნებთან  კავშირი:   ისტორია,  ისტი.
11. პროექტის  ხელმძღვანელი:  დალი  გოგიბერიძე
12. ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:daligogiberidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий